გზებზე გავედით
როცა ცეცხლია და გადარევა, როცა ქარია და ამღერება, არც კაცთმოყვარე ხალხში გარევა, არც გაჩუმება შეგეფერება. ქალაქს გველისფერ ცდება ბინდები, ისევ სხვებს დარჩა ცა ვარსკვლავედით... ჩვენ გავიარეთ ლაბირინტები და ქაოსიდან გზებზე გავედით. იმნაირ დროში ვით არ მახსოვდეს შენი თვალების წრფელი დიდება? ო, დამნაშავის შენ არასოდეს მკაცრი სახელი არ გეკიდება!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი