გრძნობათა ფერფლი
ველნი ჰყვავიან, გულო, დაწყნარდი! ადრე თუ გვიან სიცოცხლის ვარდი ბედნიერებად გადაიშლება... დროც ხომ წინ მიდის, დროც ხომ იცვლება?! არის სადღაცა ნეტარი მხარე, არის წმინდა ცა შუქით მგზნებარე. იღვიძებს ველი საგაზაფხულო, დაწყნარდი, გულო, დაწყნარდი გულო!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი