გუბე
ეს მდინარენი შფოთიანნი - ეს სისხლის დღენი უცებ გაჩერდა - კოსმიური შეიქნა გუბე - აპოკალიპსის გადაიმსხვრა კლდეებზე ცხენი, ამოტივტივდა ხვეულების უბიდან უბე. ირევა ყვითელ ჭაობების ბრმა ზედაპირი, კრეისერების ნაფოტები, მისი დროშები. გამორიყული დამხრჩვალებით სუნთქავს ნაპირი, ცოცხალი წარღვნის უდარდელად გარდამომშვები. აშმორდა გუბე... მაგრამ მკაცრი საათი რეკავს. გამოიღვიძეთ! შურისგება არყევს ნიობას - გადაირღვევა ნაპირები... და გადალეკავს ძველს, ეხლა მაინც დაღუპვის ღირსს კაცობრიობას...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი