გულთა კავშირი
ხედავ, გაშლილი სივრცეა წინა - წარსულს იგონებს ზვირთთ ოხვრა ხშირი: „სხვადასხვა ჭირმა წაისისინა და მიაძინა გულთა კავშირი“. სად შეაჩერა მერანმა ფრენა? სად შთაესვენა ბარათაშვილი?.. მესმის, ვით მაშინ, მზიურთა ენა: „სადაც ესვენა გულთა კავშირი“. ეს წინად იყო, ოდეს მრავალი სამშობლოს ჩვენსას ჩაგრავდა ჭირი. დღეს მქუხარეა ხმა აღმავალი: გულთა კავშირი, გულთა კავშირი!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი