გული გრძნობს
ავტომობილის მღვრიე თვალებს დარევდა სევდა, ელვარე ღამე აყირავებს ზამბახთა კალათს, შენ გახსოვს? მღვრიე ქარიშხალი ჰაერს რომ რევდა. გული გრძნობს ღალატს. მწუხარე თოვლში წამიყვანა ფერადმა გემმა, წინად ანგელოზს - დედამიწას ვუცქერი ჯალათს, ო, შურს იძიებს უსათუოდ როსმე ბოჰემა. გული გრძნობს ღალატს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი