გუშინ, მთელი დღე
გუშინ, მთელი დღე მე ქალაქგარეთ ვხეტიალობდი, ღრმა იყო წყლული. ჩემს ბინაზე კი ღამით დავბრუნდი, ისევ იმ ფიქრით აღელვებული. არ მსურდა სანთლის გაჩირაღდნება: საკმაო იყო მთვარის კაშკაში, ნათელი უხვად შემოდიოდა ღია სარკმელში და ფანჯარაში. სარკის სიღრმეში მე დავინახე მოგონებისა სახე ვნებული, ვით მოჩვენება - მთვარის ნათელზე ღიმწაშლილი და გაფითრებული. დიდხანს ვუცქერდი ჩემს მეორე ჩრდილს, დიდხანს მის სახეს ვუკვირდებოდი; ვიტანჯებოდი, ო, მშვენიერო, და იმა ტანჯვით იქვე ვტკბებოდი!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი