Warning: session_start(): open(/var/lib/php/sessions/sess_ovto7crtltlum473e4okrrh2p6, O_RDWR) failed: No space left on device (28) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133

Warning: session_start(): Failed to read session data: files (path: /var/lib/php/sessions) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133
დარიალისა ვიწრო კლდეებში - გალაკტიონ ტაბიძე | პოეზია

დარიალისა ვიწრო კლდეებში


დარიალისა ვიწრო კლდეებში
თერგი მრისხანე, მახსოვს, ცრემლს ღვრიდა!
მეც უნუგეშო და ძლიერ ხმებში
ფიქრი უსაზღვრო კაეშანს მგვრიდა.
სევდიანი და შუქმონავარდე
ცის უდაბნოში სცურავდა მთვარე,
ბევრი ვიტირე, ბევრი ვიდარდე,
ბევრი მწუხარე ცრემლი დავღვარე.
ვეთხოვებოდი სამშობლო მხარეს,
ღრმა ძილში შთანთქმულს, მაგრამ უზრუნველს,
შორს დავეძებდი მყუდრო სამარეს,
უცხოეთისკენ მე ვიშვერდი ხელს.
„ - მძულხარ, მონობავ!“ - ვამბობდი და ხმებს
ცელქი ნიავი სათუთად ჰკრებდა,
„მძულხარო“ - ასე უთვლიდა ზვირთებს,
„მძულხარო“ - თერგი იმეორებდა.
სევდიანი და შუქმონავარდე
ცის უდაბნოში სცურავდა მთვარე,
ბევრი ვიტირე, ბევრი ვიდარდე,
ბევრი მწუხარე ცრემლი დავღვარე!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი