დაღამდება ტყეში ოდეს..
დაღამდება ტყეში ოდეს, ქარი ფოთლებს აურევს. იმ მდინარის გეშინოდეს, რომელიც არ ხმაურობს. მას ფოთლები აოქროვებს, ვით ყვავილი ნაოშებს, წვეთ-წვეთობით წყალს აგროვებს, ნიაღვრებად გაუშვებს. დაიძვრება გზა ზვირთული, როგორც მძიმე ხეხილი - ნაყოფებით დატვირთული, ქარით გადაზნექილი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი