დილა
თვალუწვდენი, მღელვარე ტბა მზის სხივების ცეცხლზე გათბა... ვარდს დაეცა გულზე წვეთი - ცის წიაღით მონაკვეთი. შეფართხალდა ცის ტოროლა და მიდამო აათრთოლა! აჭიკჭიკდი ტოტზე, ჩიტო, იბრჭყვიალე, მარგალიტო... და ხრიალით შავბნელ ხევში, ნიაღვარო, გადაეშვი! მსურს ნაღველი საბოლოვო თქვენს უბიდან ამოვწოვო!..