დიმიტრი გულიას
მშფოთვარებაში დინჯი და გამართული ბიჯი, შენ შენი გრძნობის ნიჭი და შენი საქმე გაქებს. გიყვარს სამშობლო - ერი, მშობლიურ დროშის ფერი - რომ განადგურდეს მტერი ჩასაფრებული ჯაგებს. იმ არსებობის გული ხელოვნებაა ბრძნული, ვეფხისტყაოსნის სრული გზით მიცემული ჰანგებს. ხან უმძაფრესი, ხან კი ტკბილი, ვით ზეცის ბანგი - მხნე, აფხაზური ჩანგი - შენ შენი ჩანგი გაქებს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი