დრო


აზიის დაშლილი თმის შავი გიშერის
მსუბუქი ტალღები და ლურჯა ცხენები!
შენ მხოლოდ მარადი სიმაღლე გიშველის,.
როს შუქად მშობლიურ ცას შეეშენები.

სარკეთა სახეებს სანთლები მოედო
და შვენის რუსთაველს შირაზის ვარდები;
სიმღერის მხურვალე დრო არის, პოეტო,
თუ ასე წარმართი გზით წარემართები.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი