0 1192

დროის უარმყოფელი


ღამის ფოთლებმა დაფარა მთები
და ძილს მიეცა მშვიდი სოფელი;
შენ ისევ ისე ბუხართან თბები
ახალი დროის უარმყოფელი.

შენ თან წაიღებ უცხო გრძნობაში
ჯერ ყველაფერის უცნობ ფერებით
ტკივილს, მონახულს უარყოფაში
და სულს დადაღულს ეფემერებით.

მაგრამ, როდესაც მიხვიდე შორეთს,
გზაჯვარედინზე მე იქ დამიცა.
გავიყოთ სწორად ცა უმორევო
და რისხვიანი დღეს დედამიწა.
კომენტარები (0)