0 388

დღეს ჩამოვხსენი ფერადი რუკა


დღეს ჩამოვხსენი
ფერადი რუკა,
დიდი ხნის წინად
გაკრული კედელს.
ვერ შევხედავ ზღვებს
შეფერილს მუქად,
გვადალახარელს
და ოვიედელს.

ცას გაუდიდდა
თვალების გუგა,
სისხლის მორევი
გადაიბუგა,
სულ სხვა სხივები
მზემ მიაშუქა
გამარჯვების დღეს,
მომავლის მჭედელს.
კომენტარები (0)