ევროპავ, გახსოვს?


ციკლიდან „პაციფიზმი“

ევროპავ, გახსოვს,
რომ გარიგებდენ:
შენ მწუხარებას არ მისცე თავი.
გზაში შეგხვდება
მერანი ორი -
ერთი თეთრი და მეორე შავი.
თუ მოახერხე
თეთრზე შეჯდომა,
არ შეგეშინდეს მისი კისრულის,
ის ფეხით კლდეებს
გადაეჭდობა,
შენ - ნათელ მხარეს გადაგისროლის.
მაგრამ თუ შავზე
მოხვდი შეცდომით -
საამსოფლიოდ არ ევარგები,
მწარედ ინანებ
მასზე შეჯდომით,
სადმე წყვდიადში გადიკარგები.
რომ დაიღუპე,
ქვეყანამ იცის
და არავისზე გაბედო ძვირი,
შენ აირჩიე
შავი - და ისიც
არა მერანი - არამედ ვირი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი