ერთხელ..
წვიმა და ქარი ერთხელ ღამით, შემოდგომისას, მძვინვარ ქარიშხლად გადაიქცა და იწყო ქროლა. დაიგუგუნა შუაღამის შავმა გრიგალმა, მიაწყდა ხეებს, ააკვნესა და აათრთოლა. კარი, ფანჯრები, სარკეები მთლად აძაგძაგდენ, სანთელთა შუქმა ქარიშხალთან დაიწყო შებმა, მიირხ-მოირხა მოელვარე დიდი კანდელი, და რეკა იწყო მისმა მწვანე მინის მძივებმა. მე ვკანკალებდი... უცნაურ ძალს ტყვედ ჰყავდა მაშინ ქარის აკორდად გარდაქმნილი ჩემი არსება. როგორ მწყუროდა ქარიშხალთან ერთად გაფრენა, ბრძოლა, სიცოცხლე, სიყვარული, სიამე, შვება!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი