ეს იყო ძველი, ნაცნობი აზრი


ეს იყო ძველი, ნაცნობი აზრი,
რომ ვერ გაფანტა ღამის ბურუსმა,
დაუნდობელად მკაცრი და ბასრი,
შუბლს შთაჭედილი, როგორც ლურსმანი.

ასე! აღარ აქვს მას ეხლა გული.
სულში იშლება სიცივე მკვეთრი -
მაგრამ ის მიდის დამშვიდებული,
როგორც პოეტი და გეომეტრი.

მან შეამჩნია ყვითელი ძაღლი -
ღრმა, მშვენიერი, დიდი თვალებით.
ადევნებოდა ღამეს... დაღლილი
წვიმით, გრიგალით და გაწვალებით.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი