ეს შეღამება
ეს შეღამება სხვისი სასძლოა, სხვა სითეთრემ რომ ააქაღალდა. მე ასე ვგონებ, და შესაძლოა, ზეცაზე ყველა სული დაღალდა, და გასაგონად: მსოფლიო, წყნარად! იქ ნანგრევებად იქცა სოფელი; დიდი ხანია იქცა არარად და დახარხარებს მეფისტოფელი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი