ეფემერი
შეხედე! მშვიდი შენი დობილი! გარე ყორნისა ჰფენია ტევრი, კუბოში წევს ის, როგორც შედევრი, იდუმალი და ფიქრ-განდობილი. მსგავსი მხოლოდ ცა და ალოეა, ნისლიც ძლივსაა მისი სადარი, მისი მხატვარი ჯერ არსად არი და მხოლოდ შენზე ფიქრობს, გოია! კარგია მისი ძეგლად აგება, ბროლნი თლილები, სახე - ყვითელი, ხოლო სადაა დღეს პრაქსიტელი და შეუცნობთა დაქანდაკება? სადღაა ნაშთი ძველი ჟინისა? გოტიე! აი, შენი ტომები, ოდეს ფანტომებს დაენდომები, ვით გადარევა პაგანინისა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი