ვარსკვლავი
თქვენ გხიბლავსთ ზეცა, შავის ღრუბლებით სახე-დახშული და დაფარული? როგორ შვენია, როცა ოდნავ სჩანს მასზე ვარსკვლავი სხივ-დაცარული - როდესაც ერთხელ კიდევ შეხედავს ცას, ღრუბელთ ისრით შეფერადებულს და შთაინთქმევა წყვდიად-უბსკრულში, ღრუბლებს მიუძღვნის ალერსს აღგზნებულს. ეგრე შენც, გველო, როგორც ვარსკვლავი, ისე აენთე ჩემს ტანჯულ გულში, მაგრამ რაც მსურდა, ის ვერ ვიპოვე - მე შენს ალერსში, შენს სიყვარულში...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი