ვესპერი
მე არაერთხელ მინახავს, თუ როგორ ფერობს ეს ფერი, საღამოს ზღვაზე, როდესაც გამოსცურდება ვესპერი. გამოსცურდება, ინათებს და ისევ ისე გაჰქრება. ვესპერი - ჩემი სიცოცხლის, ოცნებად გამინანქრება. ბილიკიც სხვანაირია ტბაზე დახრილი ძეწნების, ვესპერი, გარე ყველაფერს სარკეში გადაეწნების. ასე: შეხვდები, შეგხვდება: ხსოვნას კი გული ინახავს: მე არაერთხელ მიგრძვნია, მე არაერთხელ მინახავს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი