ვიდრე ხვალ?
ჰიტლერს ღამე თავს დაადგა მძლავრი ტოტებით და უმღერის მელოდიას თავგამოდებით: - აქ ნისლია და ღრუბლები, არა ვარდები - ცოტა მაინც იგრძენ დაღლა, ნუ დაზარდები. ნუ დაფრინავ მაღლა-მაღლა ჩამოვარდები! ჩამოვხსნათო ცას ესენი, მუქი ფარდები, ვერ ჩამოხსნი, დაეხსენი, ჩამოვარდები. მოვაწყოთო სხვა ევროპა, რუქა, ქარტები. შენ ვერ შეცვლი, დამერწმუნე, ჩამოვარდები. მოვფინოთო მწარე ომის ეკალ-ბარდები, ვერ მოაწყობ, თუმც ხარ მდომი, ჩამოვარდები. დავუცხროთო მთელს მსოფლიოს მწარე დარდები.. ვერ დაუცხრობ, ისეთია, ჩამოვარდები. გავშალოთო სახარება, წმინდა კვართები, ვერ გიშველის ვატიკანიც, ჩამოვარდები. ხალხმა იგრძნო - რატომ ოხრავ, რატომ მწარდები, წაგერთვა გზა, სად იშოვო მილიარდები? ისიც ვიცით - რა მიზნითაც მიემართები, ამერიკის აღმართებით და დაღმართებით. ძველ ევროპას ვერ ჰპოებ ძველ მისამართებით, ვიდრე ხვალ, სხვა დღეებია უკუღმართები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი