ვით გრიგალის შემდეგ ტყე-ველი
ყველა დასრულდა! ვით გრიგალის შემდეგ ტყე-ველი, განადგურებით სავსე არის ეგ ჩემი გული. ცაზე მისცურავს ბადრი მთვარე შუქთამფრქვეველი და ცის უდაბნო უდაბნოა სევდით მოცული. ფეხქვეშ მიგდია დამსხვრეული სწრაფვათა ნავი, მაგრამ იმედი მაინც სცოცხლობს კვლავ მომხიბლავი - კვლავ ტალღებს ელის... ვით გრიგალის შემდეგ ტყე-ველი იმავე გრიგალს ელოდება დაუძლეველი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი