ვისმენ დანატრულ ხმას
ალვა მწვერვალსა ხრის ნაზი ტანივით სწორს, მთიდან ნიავი ჰქრის შორს, უბოლოოდ შორს. შევხვდით ისევე ჩვენ, გზით მიმავალი გზად, კვლავ მოგონებებს მფენ, მაგრამ არ ვიცი: რად? მზე გიოქროვებს თმას, ვით მონიავე რულს, ვისმენ დანატრულ ხმას და ვერ ვიმშვიდებ გულს. ფრთადაღალული დღე ცდება დასავალ ცას. გარინდებული ტყე ფიქრობს, არ ვიცი: რას?
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი