ზაჰესთან
წყალი ღრიალებს, არ შორდება ქაფი ბაგეზე, როგორც დაჭრილი და მძვინვარე გრძნობა ღამობის, მე ღამით ვნახე ალმოდებით მჩქეფი ზაჰესი, განათებული როგორც ღამე მარიამობის. ეს ქართულადაც ზაჰესია - ასე არ არის? შეაკეთებენ ძლიერ მალე მწირის სიძველეს, უფრო მრისხანე მომესმოდა ღრიალი მტკვარის, ძველმა ფრესკებმა თვალნი ცრემლით მე დამისველეს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი