ზღვა არის ჩემი ლექსების თემა
ზღვა არის ჩემი ლექსების თემა, მოგაჯადოვოს ცამ, მთვარემ, გემმა. მოქმედებდეს - აქ მძლე და მზიანი, პირველ ყოვლისა - ადამიანი. სცადე ყოველი საგანი - მრთელით ახსენო ლექსში მისივ სახელით. მისივ სახელით, მისივ მარაგით, და არა რამე იგავ-არაკით. მაგალითად - ზღვა. რას დაარქმევ მას? მის სახელს მხოლოდ, და უბრალოდ: ზღვას. როგორ? - თქვენ იტყვით - ნიმფა, ნეპტუნი ღირსია მისი, რომ დასდოთ წუნი? ან და სახელი ნაზი: ტეფისი... რომ არ ახსენოთ, ღირსია მისი? ანუ ნერეი, ან აფროდიტა დასაწუნარი გახდა როდიდან? თქვენთვის ეს ყველა დაკარგულია? დიაღ. ამოვშლი მე მათ სრულიად.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი