ზღვაზე გრიალებს გრიგალი

ზღვაზე გრიალებს გრიგალი,
ცაზე დაჰქრიან ელვები...
ო, ჩემო სამშობლო მხარევ,
მე შენ თავს შემოგევლები!
თუ დრო ასეთი დადგება,
არვის არა მაქვს რიდი მე,
შევძლებ მოგისწრო ან გულით...
ან კიდევ სხვაით რითიმე.