თბილისის ზეცა მოწამეა
თბილისის ზეცა მოწამეა იმ შეკრთომისა, იყო ახალი ქროლვის ფერები, იყო გრიგალი ადრიანი შემოდგომისა და შემოდგომის ჩალის ღერები. გადაიჩეხა ქაოსებში მშვიდი ბუნება, უეცრად შეკრთა ღამე კივილით, გასწიე! ფიქრებს არაფერი ესალბუნება დამშვიდობების გულისტკივილით.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი