თეთრი ოცნება
თეთრი ოცნება მთვლემარე ზღვას გადასწოლია, ფრთებს ზვირთებსა სცემს და მწარე ხმით ჰკივის თოლია, ზღვა კვლავ აღელდა და მის ხმაში ჩაკლული ჟინი ისმის, ვით ომში გამარჯვებულ გმირთა ყიჟინი, უეცრად მწარე დამარცხება რომ მოჰყოლია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი