თეთრი ქარები
დადგა თეთრი ქარები, დაითოვლა მთა-ბარი, ქარის გამოძახილი ისმის, როგორც ზღაპარი. იგი - ოთხი დობილი, ოთხი - ქარით გამხდარი, გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი. ამბობს თეთრი გადია, ახსოვს ასი ზამთარი, ასი წელიწადია - თოვლით დახრილ ტოტებზე კანკალებდა ბეღურა, მიწას თოვლი ფარავდა, ცის ფანტელა ეხურა. გაჰქრა იგი ბავშობა და ოცნებებს ედება, არც შენა ხარ ცოცხალი, არც სხვა მეიმედება.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი