თიბათვე გავიდა
თიბათვე გავიდა. აჭრელდა ქათიბი იქ, სადაც ყელამდე ღელავდა სათიბი. მეც მალე ჩრდილოეთს ვეწვევი კიდობნით, მშვიდობით, მშვიდობით, მშვიდობით! მევახშის ხელში ვარ! დამედო ვალები! ოჰ! უნდა გავყიდო მამული, ჭალები! რა გზაა: მე მიკვირს, რომ დღემდე გავძელი! სასახლეც გავყიდე... სათიბიც ავცელე!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი