თუ ბრძოლა არ არის
თუ ბრძოლა არ არის... ამაოებით, მათ ენატრებათ ისევე ძველი ფანტასტიური საღამოები... „ვიგონებ... ველი“. მრავალ სახეზე არის ობლობა, მრავალს აშფოთებს რაღაც მონობა: როგორ შევიძლოთ უღვთისმშობლობა? ვით ავიტანოთ უმადონობა? გაჰქრა ზმანება, გაჰქრა ფერია, ნუ თუ ბოდლერიც არაფერია? შელლიც ჰიუგოს დაეგვანება? მიუსსე? ვერლენ? ღმერთი? კაინი? აჰა, ქალაქთა გვიანი ნებით ბურუსებში სჩანს აინშტაინი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი