იაპონელს კი ჰგონია
ატმოსფეროა მღელვარე, იაპონელს კი ჰგონია: თუ ხმალს მოიქნევს ელვარეს - ისევე იაპონია. აგრესორობა ღონეა, და თუ ვინმეა მპოვნელი - ისევე იაპონია, ისევე იაპონელი. იგი ჩვენს საზღვრებს ედება, სიმშვიდე ვერ უპოვნია... მუდამ ქვას წამოედება იმ ადგილს იაპონია. გაჰქრა ის ხანა ლამაზი, წინათ რომ გაუგონია, ეპოქა ოიამასი - იმ ხანის იაპონია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი