იბარური

დაავიწყდა თუ დროებას,
რაა ბავშვის სიბრალული?
მთელ ქვეყანას მის საშველად
მოუწოდებს იბარური.

ქალებზე და მოხუცებზე
სურს იძიოს მხეცმა შური,
თავდადებით დაიცავს მათ
უმძაფრესი იბარური.

არ დასცხრება ესპანეთის
და მსოფლიოს გულისყური,
გაიმარჯვებს ხალხი, ვისაც
ჰყავს ასეთი იბარური!