იდუმალი მეორე სახე
შუაღამისას, მარტოობის საშინელ ჟამად, მეწვევა ჩემი იდუმალი მეორე სახე. გამოუცნობი მღელვარებით ვდგევართ პირდაპირ: მშვიდი სიცოცხლე - რა ამაოდ მე განვიზრახე. თვალწინ მეშლება დღეთ წარსულთა მწუხარე რიგი და უნაყოფო ჩემსა ბრძოლას მაგონებს იგი; და მსურს მე ამ დროს, მსურს უსაზღვრო თავისუფლება, რომ ჩემს მახლობლად არ სუფევდეს წამების ღმერთი, მსურს არ დამდევდეს იდუმალი სახე მხილების და ვიყო ერთი, ყველგან, მუდამ მსურს ვიყო ერთი.