ინჲესა
ინჲესა ისე შუქს არავის ჰფენს, ვით ახალ კუბელსს და ძველ კამოენსს, მათ არაერთხელ აღმოხდათ კვნესა, ინჲესა, ინჲესა. ეხლა მარტოდენ მკრთალი ჩრდილია, იგი ვედრება და კასტილია; ოდეს იმ მზიურ ვედრებად ჩანდა კარად ინფანტა. დრონი იცვალნენ, გული კი დღესაც იმ სიმღერასთან გადაზრდილია, ინჲესა, ინჲესა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი