ის გრიგალს ელის
მდინარებაში არავის უცდის წლები დას-დასი, ქაოსში გაჰქრა სახე ავგუსტის ახალგაზრდასი. სიცილიც გაჰქრა, ამაყი ბავშვის დაცინვა - დარჩა. არ ეჩქარება ვნებათა შვავში, არ მოსავს ფარჩა. ნაღმების ფეთქვამ ცაში ისროლეს ხომალდი შელლის. დაპირებები ვერ აუსრულეს, ის გრიგალს ელის.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი