ისტორიის ბორბლების რიტმი მიგვაქანებს რიონჰესისკენ!
ციკლიდან „რევოლუციონური საქართველო“ მატარებელი მიგვაქროლებს (ვილაპარაკოთ უბრალოდ). მისი ბორბლები გრიალებენ ტიტანიურ ჰიმნს - მისი ბორბლების რიტმი არის ერთი სიტყვა: წინ!! რიონჰესისკენ! აქ რკინისგზა და რიონჰესი ხვდება ერთმანეთს ამხანაგური, დანდობილი, გულწრფელი გრძნობით. ეუბნება რკინისგზა რიონჰესს... არასდროს მე შენ არ გნატრობდი ისე, როგორც დღეს. გარშემო მინდვრებია და ლურჯი ყანები. „დღეს ჩვენი დღეა“ - ამბობენ რიონჰესზე გადაფრენილი ჰაეროპლანები. თქვენ მშვენიერი ხართო პროზა, ამხანაგებო. ჩვენ ლაჟვარდებში ასროლილი ვართ სანაქებოდ. უფრო პროზაში, უფრო ნათელ სინამდვილეში - ამბობს რიონჰესი: კეთილშობილურად, ჩვენთა თანაბართა ვნახე სიმხურვალე. ეხლა ვამაყობ სრულის შეგნებით, დღევანდელი დღის დიდ გამარჯვებით. მთაზე მდგარი ძველი კოშკი ჩაფიქრებულა; იგი ფიქრობს, თუ ვით შეიტანს მემატიანე თანამედროვე ამ ამბებს ფოლიანტებში: ახსენებს თუ არ მისი გულის აბობოქრებას. მილიონწლოვან ადგილიდან მოწყვეტილი უზარმაზარი კლდე გრიალებს, რომ საქართველოზე სამუმი გადაიარს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი