იქ პოეზიის ფრიალებს დროშა
ზღვაში გადვისვრი ბედითი ბადეს, რომ ოქროს თევზი მოჰყვეს ცბიერი. მისი დანახვა მრავალჯერ სცადეს, მე კი ნამდვილად ვარ ბედნიერი. ზღვაში ჩავაგდებ საოცარ ანკესს, აჰა, სირენას ამოჰყვა გული, იგი მომასმენს მშვენიერ ჰანგებს და მე ნამდვილად ვარ მოხიბლული. დღე გაჟღენთილა ქროლვით მზიანით, სადღაც, სხვა მხარეს გადანატანი, ზღვა ღელავს ისევ ხალისიანი, დღე ელავს, როგორც ცეცხლის მადანი. მისცურავს გემი, ტრიალებს ზვირთი, ჩვენ გავაყოლეთ ხომალდებს კვალი, იქ პოეზიის ფრიალებს დროშა და დროშებს შურით გასცქერის თვალი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი