იღიმებიან სახლები
ვარდებში ქარი ფათურებს, აფეთქებულან ბაღები, დღეს აღარ აუმადურებს გულცივი, წყალწასაღები. იღიმებიან სახლები - გაჰქრა შიმშილი, სიცივე, დამშვიდებული ძაღლები ქუჩებს ერთგულად იცავენ. ყველამ იპოვა საფარი - ვინც ეხლა უმეზობლოა, გაჰქრა წარსული ზღაპარი, ეხლა დამშვიდდი, მსოფლიო.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი