იყოს ასფალტის გასხივოსნება

ციკლიდან „ეპოქა“

სიმღერა ახალ სახლების ახლო
იყოს ასფალტის გასხივოსნება,
ახალგაზრდული აღფრთოვანების,
ვინა სთქვა, თითქო მოკვდა ოცნება?
გაზაფხულისა დღეთა ძლიერი
ნაკადულები გულს არ ელევა,
ვიპოვეთ ჩვენი დაკარგული ცა,
და ჩვენი მიწის ამეტყველება.
აღმოვაჩინეთ ახალი მხარე,
სადმე იქ, გულის ახლო ეფლობა,
რომ გიგანტიურ კიბეებს აჰყავს
ახალ სიმღერათ აღმშენებლობა.