კაკლის ხე მთაწმინდაზე
თითქო დაეშვა შავი ფარდები, ღამის წყვდიადში ისე მწარდები. ცივია გული? არ შეუყვარდი? არაფერია, შეუყვარდები. თითქო რაიმეს ნიშნავს, რომ ბნელი ღამით იმავე მეგობარს ელი, არაფერია, არაფერია - მოვა სხვა უფრო დაუძლეველი. წარსულზე ოხვრას რისთვის უნდება ყოველი დღე და შებინდბუნდება? თითქო ბერდები? არაფერია! ათასი წლისაც არ დაბერდები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი