კრემლი

შუქი უუდიდესი,
ალი ცეცხლთა ნათების,
იყო ცხრაას ჩვიდმეტი
ცხარე ბარიკადების.
ცეცხლი რევოლუციის,
მსოფლიოზე მთოვარი,
ქვეყნად უდიადესი
არის მონაპოვარი.
მახსოვს კრემლი, ის კრემლი,
სავსე იდუმალებით,
ფხიზლად იყურებოდა
თვით ლენინის თვალებით.
სიმბოლო სამშობლოსთვის
ბრძოლის და თავდადების,
შუქი აღმოსავლეთის,
ცეცხლი ბარიკადების!
ვერ ეღირსა ფაშიზმი
ყუმბარათა მთოვარი,
რომ მოსკოვი ეხილა
ჩვენგან დანატოვარი.