კუმისი
სილაჟვარდე მთვარის ჩუმის მოჰფენია ცისფერ კუმისს, ტბას დასცქერის მდუმარე ტყე მოდარაჯე ჩამიჩუმის. დაფიქრების, პირმოკუმვის მოჩრდილება უვლის კუმისს, ღელავს ფერი ხავერდისა და სილბილე აბრეშუმის. უეცრად შორს არღვევს ღუმილს ხსოვნა ცეცხლის და სამუმის, და ხმა ოძელაშვილისა სიმშვიდეშიც აკრთობს კუმისს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი