ლოდთან
საბაოფთ ბინაში მშვიდად გეძინა შენ, ეკვდერის დაფნაში სანთლების წინაშე; და გედი მხევალი ოცი წლის შობიდან ეხლა უსულოა, როგორც ნიობიდა: აღარც სიყვარული ძეგლთან აღარ მოდის, იგი განისვენებს ქვეშე ამა ლოდის.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი