მაგიდა ალემბიკებით
აჩრდილმა მაღალ ლურსმნებს აჰკიდა ჩონჩხები - ძვლები მაღალ რიგებით, დაფარულია გრძელი მაგიდა შავი წიგნით და ალემბიკებით. ობობებიან კუთხეში დივანს ვხედავ: ვით გჲოტე, ზის იქ სატანა, გადაეზმანა კედლებს, აივანს - და ღამემ სულში შემოატანა. რას მოელიან ვარდები რგული? ყვავილებს თიბავს ელვათა ცელი. თენდება: ქარმა წაიღო გული და ათას ცხრაას მეოცე წელი...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი