მამია გურიელის საფლავზე
თავ-დახრილი, მწუხარე, ვდგევარ მე შენს საფლავთან, ცოცხალთ სამყოფ-ბინისგან უნუგეშოდ ლტოლვილი, და ფიქრები გარშემო ირევიან თანდათან, ვდგევარ აქ ყველასაგან დევნილ-უარყოფილი.. და საფლავში მდებარე, უფრო ახლო ხარ ჩემთან, ვინემ ცოცხალთა გუნდი, ეგ გუნდი გარეწარი. მინდა ბევრი რამ გითხრა, რის თქმას ვერ ვბედავ სხვებთან, მაგრამ შენც დავიწყების გფარავს შავი ზეწარი.. მოგატყვილა ცხოვრებამ და სამარემდე გდევნა, წაგართვა ყველაფერი, ჩაგიქრო ყრმობის დილა, მხოლოდ ერთი სიკვდილის, მარადისობის ხვევნა ცხოვრებამ ვერ მოგისპო, ყოფნამ ვერ დაგიჩრდილა. ოჰ, მაინც მეცოდები, საშინლად მეცოდები, ტკბობა და ნეტარება სიცოცხლეშივე გსურდა, ქვეყნათ ვერ მოისმინე თანაგრძნობისა ხმები, და მომავლის იმედი ისე გაგინადგურდა..
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი