მე არა ერთხელ მქონია ფრთები

მე არაერთხელ მქონია ფრთები
თავბრუდამხვევი სიმაღლით მქროლი,
ლურჯი ტრიალით ბრუნავდენ მთები
და ირყეოდა ლაჟვარდი ბროლი.

და არა ერთხელ მიგრძვნია მაშინ,
რომ ის მიწები სხვა მიწებია,
დამვიწყებია მოწამლვა შხამით,
მაგრამ კივილში გამღვიძებია.

ვყოფილვარ ბევრჯერ სიკვდილის პირად,
ომში მინახავს ცეცხლის ვარდები,
იმ სიმაღლეებს ვიგონებ ხშირად:
არ მავიწყდება ის ლაჟვარდები.
კომენტარები (0)