მე მოვალ
ძვირფასო, ძვირფასო, ბედი ჰკლავს ჩემს სხეულს, თვალებში ყორნების მქენჯნიან კლანჭები. ამირანს მიჯაჭვულს და მგოსანს წაქცეულს ვიღაც ფრთებს მიკვეცავს... აჰა, ვიტანჯები! ამაოდ მომესმის დედოფალთ გროვიდან ძახილი უცნობი, მსუბუქი, ცისმარი: მე მოვალ და მრავალ ყვავილებს მოვიტან. მე მოვალ, მე მოვალ, მე მოვალ - სიზმარი!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი