მე მძინარე ვარ..


მე მძინარე ვარ... ვწევარ და მძინავს,
დაე, მძინავდეს.
ხედავ ჩემს შუბლზე ღიმილს დამცინავს,
როდესაც ნანა მესმის ძიძების -
ბევრს ეშინოდეს
ჩემი სასტიკი, ულმობელი გამოღვიძების,
ვით გათენებას,
მე ვხედავ სიზმრებს არა თქვენებურს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

1 კომენტარი
კიკოლიკო1 Corinthians 13:81 თვის წინ

"მე ვხედავ სიზმრებს არა თქვენებურს"

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი