მე ხომ სხვა ვარ
მე ხომ სხვა ვარ, დღე ცისმარე მახვილს ვფერავდი, შენ კი გქონდა დღეთ სიზმარი ფერად-ფერადი. მიყვარს ამ ხმის გაგონება, რადგან ვერრათი - ვერ წავშალე მოგონება ფერად-ფერადი. შემიყვარდა ეგ ხმა ტკბილი ბედისწერამდი, სად არ დამდევს მისი ჩრდილი ფერად-ფერადი. იყოს ისე, როგორც დარჩა, ამიერამდი, ჩემთვის-ძონძი, შენთვის-ფარჩა ფერად-ფერადი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი